CLUB-2100
ცხოვრების წესები
დაჯავშნის წესი:
- სასტუმროს დაჯავშნა შესაძლებელია საიტიდან
- წინასწარი გადახდა - სასტუმროში ცხოვრების ღირებულებიდან 30% .
- გადახდა შესაძლებელია პლასტიკური ბარათით (VISA, MASTERCARD) ან საბანკო ანგარიშწორებით ინვოისის საფუძველზე.
- სასტუმრო იტოვებს უფლებას სტუმრის გაფრთხილების გარეშე გააუქმოს არაგარანტირებული ჯავშანი, მოთხოვნის მიღებიდან 3 დღე-ღამის ამოწურვის შემდეგ, ამავე თარიღში სხვა ჯავშნის მიღების შემთხვევაში .
- სასტუმრო უფლებამოსილია განახორციელოს რამდენიმე სატელეფონო ზარი თქვენი მხრიდან ჯავშანში შესაძლო ცვლილებების გასარკვევად.
- დამატებითი საწოლის მოთხოვნის გარეშე 6-წლამდე (5 წლის ჩათვლით) წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ცხოვრება უფასოა. დამატებითი ადგილის მოთხოვნის შემთხვევაში, გადახდა წარმოებს ტარიფის შესაბამისად.
- დეპოზიტის გადახდით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დანართში აღწერილ სასტუმროში ცხოვრების წესებს.
ჯავშნის გაუქმების წესები :
- ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში დეპოზიტის თანხა 30% უკან არ ბრუნდება.
- ჯავშნის სხვა თარიღებზე გადატანა შესაძლებელია თავისუფალი ოთახების არსებობის შემთხვევაში.
განთავსების წესები:
- სასტუმროში შემოსვლის დროა 14:00 , ანგარიშსწორების საათი : 12:00 . თბილისის დროით. ადრეული შემოსვლა/გვიანი გასვლა შესაძლებელია თავისუფალი ნომრების არსებობის შემთხვევაში.
- სასტუმროს მიმღები მუშაობს 24 საათი.
- საქართველოს მოქალაქეებისთვის სასტუმროს ნომრით უზრუნველყოფა ხდება პირადობის მოწმობის წარდგენისას, ხოლო უცხოელი მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენის საფუძველზე.
- დაუგეგმავი გასვლის შემთხვევაში ხორციელდება ნომრის საფასურის 70% დაბრუნება დარჩენილი გადასახდელი თანხიდან.
სასტუმროში ცხოვრების წესები:
- სასტუმროში მოწევა აკრძალულია.
- აკრძალულია სასტუმროს შიგნით სათხილამურო ფეხსაცმელებით სიარული.
- სასტუმროს დამატებითი მომსახურების გადახდა წარმოებს ლარში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე პლასტიკური ბარათით. (Visa, Mastercard)
- ცხოვრების საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე პლასტიკური ბარათით (Visa, Mastercard )
- ელექტროქსელის ძაბვა: 220ვ
- შინაური ცხოველები სასტუმროში არ დაიშვებიან .
- ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს სტუმრის ნომერში უყურადღებოდ დატოვებული ფასიანი ნივთების დაკარგვაზე. დარჩენილი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იღებს ზომებს მათი მფლობელისთვის დასაბრუნებლად. თუ მფლობელი ვერ მოიძებნა , ადმინისტრაცია აღმოჩენილი ნივთის შესახებ აცხადებს პოლიციაში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.